Tuesday, July 14, 2015

დღე მეცხრე

დღევანდელი დღე საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო თითოეული ჩვენთაგანისათვის.დღეს შეგვიმოწმეს და შევუმოწმეთ ჩვენს ოპონენტებს ნამუშევრები,ბევრი საჭირო ინფორმაცია დავაგროვე, .ეს ტრენინგი დამეხმარება ჩემი მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებასა და დაინტერესებაში , მომავალი სასწავლო წლისთვის შევარჩევ ახალ თემებს და ვიმუშავებ მოსწავლეებთან

Wednesday, July 8, 2015

დღე მერვე

ჩემი პროექტი ნაწილობრივ დასრულებული მაქვს,რაღაცეები უნდა ჩავამატო, ბლოგზე დავათვალიერო და შევაფასო ორი ადამიანის ნაშრომი, მოკლედ ბევრი უნდა ვიშრომო.ვფიქრობ ეს დამეხმარება ამ პროექტის კარგად დანახვაში.

Monday, July 6, 2015

დღე მეშვიდე

დღეს იმდენი რაღაცა ვისწავლე,ძალიან,ძალიან ბევრი..
სახლში დავალებაც ბევრი მივიღე,კერძოდ,გარდნერისა და ბლუმის მატრიცა უნდა მოვარგო ჩემს პროექტს,რომელიც ძალიან მომეწონა და დამეხმარება მოსწავლეთა დიფერენცირებულ შეფასებებში, დავასრულო გეგმის შაბლონი,დავხვეწო მოსწავლის საპრეზენტაციო სლაიდები და პლიუს წავიკითხო მეექვსე მოდული...
        ღმერთო დამეხმარე!!!!

Saturday, July 4, 2015

დღე მეექვსე

დღეს შემიფსეს და შევუფასე კოლეგებს მოსწავლეთა ნამუშევრები,რაც ძალიან კარგ დახმარებას გამიწევს საბოლოო პრეზენტაციაში.არც თუ ისე ადვილია,როგორც ერთი შეხედვით სჩანს.უამრავი ნიმუში განვიხილე,უამრავი შეფასების რუბრიკები ვნახე,ცოტა ტვინს გავანძრევ და ალბათ საბოლოოდ კარგ პროდუქტსაც შევქმნი.

დღე 6

დღევანდელმა დღემ ჩემზე პოზიტიური  გავლენა მოახდინა, შევისწავლე მოსწავლეთა პროექტების შეფასება, მოვახდინე მოსწავლეთა ნაშრომების ადაპტაცია,რაც დამეხმარება მოსწავლეთა ნამუშევრების  შეფასებაში, აღნიშნულმა დღემ მომცა სტიმული უკეთ ვიმუშაო მოსწავლეთა ნაშრომების გაანალიზებაში,მივცე მოსწაცვლეს სწორი მიმართულება, დავაკვალიანო,რათა პროექტი გამოვიდეს  მაღალი დონის.

Wednesday, July 1, 2015

დღე მეხუთე

დღე მეხუთე--დღეს მოდული-3  კავშირებმა დამანახა თუ როგორ ერთმანეთთან კავშირშია ყველაფერი,ეს განსაკუთრებით სჩანდა მოსწავლის სავარაუდო  ნაშრომში.ძალიან შრომატევადია,მაგრამ თავს ზემოთ ძალა არაა..პოუვერ  პოინტში მუშაობა გა ვიხსენე და შემდეგი მეცადინეობისთვის სლაიდები მზად უნდა მქონდეს(ვაი ჩემო თავო)...!